რეინჯერის გაცნობითი კურსი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებმა ორკვირიანი რეინჯერის გაცნობითი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში იუნკერებს მეცადინეობები ჩაუტარდათ პატრულირებაში, ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშში, კონტაქტზე რეაგირებაში, მანქანის ჩხრეკაში, სახიფათო ზონებისა და მათი გადალახვის ხერხებში, ასევე საპატრულო ბაზის შერჩევასა და დაკავებაში. აღნიშნული კურსი იუნკერებს ეხმარება შეიძინონ და გამოიმუშაონ მცირე ქვედანაყოფებით ოპერაციების ჩატარებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, ამასთან ერთად შეიქმნან წარმოდგენა რეინჯერის კურსზე არსებული მოთხოვნებისა და წვრთნის შესახებ.

12.09.2017