სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ნატოს სამეკავშირეო ოფისში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები, დღეს, სტუმრად იმყოფებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისში.

შეხვედრის განმავლობაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა როზარია პულისმა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.


11.04.2018