სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელების პრაქტიკული მეცადინეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებმა წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში "კრწანისი" სიმულაციური სისტემა „JCATS“-ის გამოყენებით ბრიგადის დონის სწავლება "ორმაგი დარტყმა" გაიარეს.

სწავლების ფარგლებში მსმენელებს დაკავებული ჰქონდათ სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობა. აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას

14.02.2018