სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის საველე სწავლება

სოფელ მუხროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის საველე სწავლება გაიმართა. ორკვირიანი საველე სწავლება მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ მეცადინეობებს წერტილოვან ჩასაფრებაში, ათეულის თავდაცვაში, ობიექტთან შეკრების წერტილის დაკავებაში, ტაქტიკურ გადაადგილებაში, ასევე მოწინააღმდეგის შეხებაზე რეაგირებასა და საპატრულო ბაზის დაკავებაში. საველე გასვლა მიზნად ისახავს ქვეითი ოცეულის ტაქტიკური დავალებების შესრულებასა და იუნკერების შეფასებას ათეულის მეთაურის რანგში.

12.09.2017