ბაკალავრიატი

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

1. 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 50 მისაღები ადგილი

✔ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 40 მისაღები ადგილი

✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 50 მისაღები ადგილი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

☑ ზოგადი უნარები

☑ უცხო ენა

☑ ქართული ენა

☑ მათემატიკა

☑ ისტორია (თავდაცვა და უსაფრთხოება)

2. აბიტურიენტები, რომლებიც 2018 წლის 28 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).

3. აბიტურიენტები, რომლებიც 2018 წლის 29 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და 2018 წლის 30 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით გაგზავნილ იქნებიან სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად.

5. საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
  3. დაბადების მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
  4. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი – 2 ეგზ.
  5. ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის (დედანი), ასლი – 2 ეგზ.)
  6. ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  7. შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
  8. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
  9. მართვის მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
  10. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)
  11. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ ("MMR" – წითელა, წითურა, ყბაყურა; "TD" – ტეტანოსი–დიფტერია) – 2 ეგზ.
  12. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ 2 ეგზ.
  13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.
  14. ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სახელმწიფო გასაცემლების შესახებ) – 2 ეგზ.
  15. შრომის წიგნაკის ასლი – 2 ეგზ.
  16. მიღებული სერტიფიკატების ასლი
  17. სამხედრო ბილეთის ასლი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
  18. 6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია (CD).