ბაკალავრიატი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამებს.

პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ აკადემიური პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მოწვეული სპეციალისტები და მასწავლებლები, რომელთაც აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებისა და შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, საგანმანათლებლო პროგრამების პროფილის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".