უმცროს ოფიცერთა სკოლა

უმცროს ოფიცერთა სკოლის მიზანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოუმზადოს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების მქონე ოფიცრები და ქვეითი ოცეულის მეთაურები.

უმცროს ოფიცერთა სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი კურსები:

    • ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი - 32 კვირა
    • რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსი - 4 წელი

ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების კურსების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები იღებენ ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას „ლეიტენანტი“ და ძირითადი სამხედრო განათლების მისაღებად სწავლას აგრძელებენ შესაბამის სპეციალიზაციის კურსებზე.