გახდი მსმენელი

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე  მიიღებიან:

  1. უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღიცხვაზე და რომელთა ასაკი არ აღემატება 30  წელს. ასევე ქალები, რომლებიც არ იმყოფებიან წვევამდელთა ეროვნული  სამხედრო სამსახურის აღრიცხვაზე; 
  2. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები,  რომელთა ასაკი არ აღემატება  30  წელს.
  3. უმაღლესი განათლების მქონე, პროფესიულ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები რომელთა ასაკი არ აღემატება  30  წელს. 
  4. სამედიცინო განათლების და ექიმის შესაბამისი სერთიფიკატის  მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.
  5. უმაღლესი განათლების მქონე ეროვნული გვარდიის ტერიტორიულ რეზერვში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები რომელთა ასაკი არ აღემატება  30  წელს. 

✔ კურსზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 70 

კურსზე მისაღები კანდიდატების შერჩევა განხორციელდება ოთხი კომპონენტის შესაბამისად:

☑  გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში 

☑ ფსიქოლოგიური შერჩევა 

☑  სამედიცინო შემოწმება 

☑ სამართალდარღვევაზე შემოწმება

 

ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარება:

აკადემიაში, მისაღებმა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირება, რაც ხორციელდება სქესის და ასაკის გათვალისწინებით, ქვემოთ მითითებულ დისციპლინებში:

 

1.      წოლბჯენიდან აზიდვა;

2.      მუცლის პრესი;

3.      სირბილი 3200  მეტრზე.

 

 ტესტირება იწყება წოლბჯენიდან აზიდვით,  გრძელდება  მუცლის პრესის შესრულებით  და სრულდება 3200 მეტრის გარბენით.  შესასრულებელ სახეობებს შორის შესვენება 10-15 წუთი.

 

 ტესტირება აკადემიაში მისაღები  სამოქალაქო პირისთვის:

Ø  დადებით  შეფასებად  ითვლება  თუ  სამოქალაქო პირი თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 40 ქულას,  ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 120 ქულას.

ტესტირება აკადემიაში მისაღები  სამხედრო მოსამსახურისთვის:

Ø  დადებით  შეფასებად  ითვლება  თუ  სამხედრო  მოსამსახურე, თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 60 ქულას,  ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 180 ქულას.

 

ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ასაკობრივი ცხრილი

 

ფსიქოლოგიური შემოწმება:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ფსიქოლოგიური შემოწმებისას ძირითადად გამოიყენება რამდენიმე საკვლევი კითხვარი. შერჩევის/შეფასების პროცესში ფასდება პიროვნული მახასიათებლები, ფლუიდური ინტელექტი და საჭიროების შემთხვევაში სხვა ფაქტორები. ტესტირებასთან ერთად შერჩევის პროცესში ტარდება კლინიკური ინტერვიუ, სპეციალისტი ინდივიდუალურად აფასებს თითოეული კანდიდატის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თითოეულ მახასიათებელთან/ფაქტორთან მიმართებაში არსებობს გარკვეული ზღვრული მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც კანდიდატს არ ეძლევა რეკომენდაცია.

პიროვნული ნიშან-თვისებების შესაფასებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გასაუბრებას, რომლის დროსაც აქცენტი კეთდება პიროვნების ისეთ თვისებებზე, როგორიცაა აფექტურობა, გამღიზიანებლობა, იმპულსურობა, აღზნებადობა, განზრახვათა კონტროლის სირთულეები, აგრესიულობა, მიდრეკილება თვითდაზიანებებისადმი.

 

სამედიცინო შემოწმება:

სამხედრო ჰოსპიტალში კანდიდატი გადის სამედიცინო შემოწმებას სადაც უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სისხლის გამოკვლევა ვირუსებზე, სისხლის ჯგუფსა და რეზუს ფაქტორზე, გულ-მკერდის რენტგენოსკოპია, მუცლის ღრუს, საშარდე სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია. ასევე ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები: ქირურგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი,სტომატოლოგი.

დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ კომპონენტშიც კი შეუსაბამობის შემთხვევაში,  კანდიდატი გამოეთიშება კონკურსს.

 

სპეციალური შემოწმება:

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სამართალდარღვევათა შემოწმებს კომპონენტის გავლა, აღნიშნული ხორციელდება ვინაიდან თავდაცვის კოდექსის შესაბამისად სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

 

 

  • სწავლის პერიოდში, სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება;  სამოქალაქო პირებისთვის ხელზე  ასაღები  ფულადი სარგო შეადგენს -1931 ლარს.
  • კურსდამთავრებულები დასაქმდებიან მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში და ექნებათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებით და პრივილეგიებით.

საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 5 მაისიდან 2026 წლის 18 ივნისის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. საბუთების შემოტანის დროს სამოქალაქო პირებმა უნდა იქონიონ სპორტული ფორმა ფიზიკური ტესტირების ჩაბარებისთვის.

☑️  კურსზე სასწავლებლად შერჩეული სამხედრო მოსამსახურეების აკადემიაში მივლინება 2026 წლის 14 აგვისტოდან  განხორციელდეს შემდეგი აღჭურვილობით 

☑️ კურსზე სასწავლებლად შერჩეული სამოქალაქო პირები აკადემიაში უნდა გამოცხადნენ 2026 წლის 2 ივლისს.

  • კურსის პროგრამა მოიცავს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს და სამხედრო საქმეს;
  • საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი ჩატარდება 2026 წლის 4 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით;
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს მიენიჭებათ წოდება ,,ლეიტენანტი'' და სწავლას გააგრძელებენ სამხედრო სპეციალიზაცის კურსებზე.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 31 აგვისტოდან.

მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი; საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 599 90 15 61.

საბუთების მიღება განხორციელდება: ორშაბათი - ხუთშაბათი 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, პარასკევი: 10:00 საათიდან 14:30 საათამდე.

 

 

საბუთების ნუსხა (სამხედრო მოსამსახურეებისთვის):

  1. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო სასწავლებლისთვის ვარგისიანობის შესახებ, გაცემული სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ) - 2 ეგზ.
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი – 2 ეგზ. 
  3. 2 ცალი ფოტოსურათი (სამხედრო ფორმაში) 3X4–ზე.
  4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი – 2 ეგზ.
  5. სამსახურებრივი  პირადობის მოწმობის (ID ბარათი) ასლი – 2 ეგზ.

საბუთების ნუსხა (სამოქალაქო პირებისთვის):

1. განცხადება (ივსება მიმღებ კომისიაში).

2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი).

3. ცნობა სკოლიდან (დედანი და ასლი) ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი - 2 ცალი.

4. დიპლომი ან ცნობა სასწავლებლიდან კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ.

5. პირადობის მოწმობის ასლი - 3 ცალი.

6. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ცალი.

7. დახასიათება სასწავლებლიდან ან ბოლო საქმიანობის ადგილიდან (დედანი და ასლი).

8. ქორწინების მოწმობის ასლი.

9. ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლები - 2 ცალი.

10. ცნობა ნასამართლობის შესახებ (დედანი და ასლი).

11. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი).

12. ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ (დედანი და ასლი).

13. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (დედანი და ასლი).

14. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია) ასლი - 2 ცალი.

15.  იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი.

16.  მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.

17.  ცნობა სამსახურის ან ნამსახურობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი).

18.  ცნობა რეზერვის სამსახურში ყოფნის ან გავლის შესახებ (დედანი და ასლი - 2 ც.) (არსებობის       შემთხვევაში).

19.  სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი - 2 ცალი.

20.  მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.

21. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი.

22. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით.

23. საქაღალდე (მუყაოსი ზონარით) – 2 ცალი.