ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:
- უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი;
- უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
- უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით;
- სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.
კურსზე მისაღები ადგილების რაოდენობა - 50
კურსზე მისაღები კანდიდატების შერჩევა განხორციელდება სამი კომპონენტის შესაბამისად:
გამოცდა ფიზიკურ მომზადებაში
ფსიქოლოგიური შერჩევა
სამედიცინო შემოწმება
ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ასაკობრივი ცხრილი
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 4 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში
☑️ მისაღები გამოცდები (ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური შერჩევა) ჩატარდება 2021 წლის 1 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით (საბუთების შემოტანის დროს სამოქალაქო პირებმა უნდა იქონიონ ფორმა ფიზიკური მომზადებისთვის).
☑️ კურსზე სასწავლებლად შერჩეული სამხედრო მოსამსახურეების აკადემიაში მივლინება 2021 წლის 8 ივლისიდან განხორციელდეს შემდეგი აღჭურვილობით
მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი.
საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94
საბუთების ნუსხა (სამხედრო მოსამსახურეებისთვის):
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამხედრო სასწავლებლისთვის ვარგისიანობის შესახებ, გაცემული სსიპ - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ) - 1 ეგზ.
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი – 1 ეგზ.
- 1 ცალი ფოტოსურათი (სამხედრო ფორმაში) 3X4–ზე.
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი – 1 ეგზ.
- სამსახურის პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) ასლი – 1 ეგზ.
საბუთების ნუსხა (სამოქალაქო პირებისთვის):
- განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
- ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
- დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
- შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
- ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
- ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
- მართვის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი) - 2.
- ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი–დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- შრომის წიგნაკის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
- სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- 6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე
- CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი