პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში წარიმართება. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელდება შაბათ და კვირა დღეს, სულ 3 შაბათ დღეს და 57 კვირა დღეს და იგი განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე. ხოლო პრაქტიკული კომპონენტი (საველე სწავლება) წარიმართება როგორც შაბათ ისე კვირა დღეებში, სულ 8 შაბათ და 14 კვირა დღეს. პრაქტიკული კომპონენტი აგრეთვე მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად და უმაღლესი განათლების მქონე პირებს მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე პირებს მიენიჭებათ "უმცროსი სერჟანტი" სამხედრო წოდება. "უმცროსი სერჟანტის" წოდების მქონე პირებს, პროგრამის დასრულებიდან 5 წლის ვადაში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემთხვევაში 35 წლის ასაკის მიღწევამდე მიენიჭებათ "ლეიტენანტის" სამხედრო წოდება. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით.
პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია. შერჩევა განხორციელდება ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარების, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: [email protected];
მობ: 577 39 01 94; 599 90 15 61;
მისამართი:
გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;
სამუშაო საათები:
ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00 - 17:00 სთ; პარასკევი 09:00 -15:00 სთ