ორგანიზაციული სტრუქტურა

ენობრივი მომზადების სკოლა

სსიპ  – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ენობრივი მომზადების სკოლის დებულება

 

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში - აკადემია) ენობრივი მომზადების სკოლის (შემდგომში - სკოლა) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. სკოლა წარმოადგენს აკადემიის საგანანმანათლებლო ერთეულს.
  3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდებისა, აკადემიის რექტორის სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  4. სკოლა ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის და აკადემიის  რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.

 

მუხლი 2. სკოლის მისია და ამოცანა:

სკოლის ფუნქციები და ამოცანებია: საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე/სამოქალაქო პირების უცხო ენების სწავლება, ენის ცოდნის სრულყოფა და სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გამოცდებისათვის მომზადება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

 

მუხლი 3. სკოლის ძირითადი ფუნქციები:

ა) ახორციელებს სასწავლო პროცესის დაგეგმვას და ორგანიზებას გეგმის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურეთათვის უცხო ენების სწავლებას და ენის ცოდნის დონის სრულყოფას;

გ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, განახლებას და დახვეწას;

დ) ახორციელებს სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარება;

ე) ახორციელებს  სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვას და ორგანიზებას აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებას;

ვ) ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ზ) ახორციელებს პროგრამების შესაბამისად სასწვლო პროცესის განვითარების ხელშეწყობას;

თ) მონაწილეობს აკადემიის აკადემიური საბჭოს მუშაობაში.

 

მუხლი 4. სკოლის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა, სკოლის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები:

  1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ტესტირების ჯგუფი;

ბ) ბიბლიოთეკა;

გ) ინგლისური ენის პროგრამა;

დ) გერმანული ენის პროგრამა;

ე) ფრანგული ენის პროგრამა;

ვ) თურქული ენის პროგრამა;

ზ) რუსული ენის პროგრამა.

  1. სკოლის უფროსი:

ა) სკოლის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს თავდაცვის მინისტრი აკადემიის რექტორის წარდგინებით;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სკოლის საქმიანობას;

გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო პროგრამებს, სილაბუსებს;

დ) ანაწილებს კორესპონდენციას და ხელმძღვანელობისაგან მიღებულ დავალებებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის;

ე) ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს, აძლევს დავალებებს და მითითებებს;

ვ) წარადგენს აკადემიის აკადემიურ საბჭოში სკოლის წარმომადგენელს;

ზ) შეიმუშავებს და აკადემიის  რექტორის პირველი მოადგილის წარუდგენს სკოლის ბიუჯეტს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ი) ახორციელებს აკადემიის წესდებით, ამ დებულებითა და აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;

კ) სკოლის მუშაობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს რექტორს და აკადემიის  რექტორის პირველ მოადგილეს.

  1. სკოლის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები:

სკოლის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

 

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.