სიახლეები

ოფიცრის კურსზე მიღება გამოცხადდა

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულითავდაცვის აკადემიაში ოფიცრის კურსზე მიღების პირობები და ვადები


1.  სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცრის კურსზე მიიღებიან.

2. უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;

3.  უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ასაკის ჩათვლით;

4.  უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები 30 წლის ასაკის ჩათვლით;

5. სრული ზოგადი და პროფესიული განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (რიგითები,  კაპრალები, სერჟანტები) 30 წლის ასაკის ჩათვლით, რომლებსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში ნამსახურები აქვთ სამი წელი და მეტი;

6. აგიტაციის პეროიდი 2012 წლის 24 დეკემბრიდან 2013 წლის 30 მარტამდე.

7. ოფიცრის კურსზე საბუთების მიღება სამოქალაქო პირებისათვის - 2013 წლის 14 იანვრიდან 2013 წლის 30 მარტამდე, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებისათვის 2013 წლის 14 იანვრიდან 2013 წლის 5 მარტამდე.

8. მისაღები გამოცდების ჩატარება (ზოგადი უნარები და ფიზიკური მომზადება) 2013 წლის 8 აპრილიდან 2013 წლის 17 აპრილამდე, გასაუბრება (ინტერვიუ) 2013 წლის 18 აპრილიდან 2013 წლის 25 აპრილამდე,  გამოცდების შედეგების გამოცხადება 26 აპრილს.

9.  კურსზე დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარდება  (BCT)  2013 წლის 29 აპრილიდან 2013 წლის 28 ივნისამდე;

10. სასწავლო პროცესი განხორციელდება 2013 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის 26 მაისამდე.

11. საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე–5 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2 30-52-85; 5 77 39-01-94. 

 


მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების

    

სამოქალაქო პირებზე

1. განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში).

2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, ნაბეჭდი)  - 2 ეგზ.

3. უმაღლესი განათლების მოწმობა (დედანი), ასლი - 2 ეგზ.

4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.

5. ქორწინების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.

6. ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, დედმამისშვილები, შვილები) - 2 ეგზ.

7. დევნილის მოწმობის ასლი - 2 ეგზ.

8. შვილების დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ.

9. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ.

10. ცნობა ნასამართლეობის შესახებ – 2 ეგზ.

11. დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან – 2 ეგზ.

12. ცნობა ნარკოლოგიური ცენტრიდან - 2 ეგზ.

13. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) – 2 ეგზ.

14. პირადობის მოწმობა (დედანი), ასლი - 3 ეგზ.

15. ფოტოსურათი 3X4-ზე - 6 ცალი.

16. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი 1 ც.

17. საქაღალდე (მუყაოს) – 2 ეგზ.

 

შენიშვნა1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) ასლი – 2 ეგზ.

2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) ასლი – 2 ეგზ.

 

 

მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების

    

სამხედრო მოსამსახურეებზე

1. წერილი შესაბამისი სარდლობიდან, დეპატამენტიდან, ქვედანაყოფიდან,  სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიის რექტორის სახელზე;

2. ჯანმრთელობის ცნობა (სამხედრო სასწავლებლისათვის ვარგისიანობის შესახებ);

3. განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი, არსებობის შემთხვევაში სერტიფიკატი (დიპლომი) სერჟანტთა მომზადების შესაბამისი კურსის გავლის შესახებ – 2 ეგზ;

4. სურათი 3X4 (სამხედრო ფორმაში) – 4 ცალი;

5. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი – 2 ეგზ;

6. რეკომენდაცია დახასიათება უშუალო მეთაურის მიერ - 1 ერთი ეგზ.

 

შენიშვნა: სრული ზოგადი და პროფესიული განათლების მქონე საკონტრაქტო პროფესიული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სამხედრო ნაწილიდან საკონტრაქტო სამსახურის არანაკლებ სამწლიანი სტაჟის შესახებ.