სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერებმა  ერთკვირიანი პრაქტიკული საველე სწავლება გაიარეს.
აღნიშნული საველე გასვლა მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ, პრაქტიკულ სწავლებებს საბრძოლო მომზადების ორგანიზებაში, მეცადინეობის დაგეგმვასა და ჩატარებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიაში და სახმელეთო ნავიგაციაში

სწავლების მიზანია იუნკერებმა შეძლონ მეცადინეობის დაგეგმვა და ჩატარება, რუკაზე მარშრუტის დატანა და სახმელეთო ნავიგაციის განხორციელება დღის და ღამის პირობებში.