სიახლეები

აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნები ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ეროვნული თავდაცვის აკადემია იწყებს აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციას. 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის უფლება აქვთ:

  • ასოცირებულ პროფესორს;  
  • ბაკალავრიატის საბჭოს წევრს.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბაკალავრიატის საბჭოს წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება.

არჩევნები გაიმართება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2020 წლის 5 აგვისტოს.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე აკადემიის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კილომეტრი.