სიახლეები

სიახლე აკადემიის იუნკერებისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ახალი ინიციატივით აკადემიის ყველა იუნკერი აიღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 200 ლარს, გარდა ამისა წარჩინებულები აიღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.

დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები:

რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 წარჩინებული - 300 ლარი

რეიტინგული ქულა A 91 – 94 - 200 ლარი

რეიტინგული ქულა B 81 - 90 - 100 ლარი

რეიტინგული ქულა:

• აკადემიური მოსწრება - 70

• ლიდერობა - 30

ფიზიკური მომზადება:

• A+ წარჩინებული - 100 ქულა

• A კატეგორია - 90 ქულა

• B კატეგორია - 80 ქულა

იუნკერების სემესტრული რეიტინგული ქულა დისტანციური სწავლების პერიოდში გამოითვლება მხოლოდ აკადემიური მოსწრებით.