სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს შემოდგომის მობილობის განხორციელების პროცესი.
შემოდგომის მობილობის გამოცხადების შემდგომ, 25-მა მოქმედმა სტუდენტმა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოთქვა სურვილი გაეგრძელებინა სწავლა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
სტუდენტები, შიდა შესარჩევი ტურების გადალახვის შემთხვევაში, ჩაირიცხებიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სწავლას განაგრძობენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე.