24 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია ონლაინ ფორმატში. კონფერენცია გაშლილი იყო ორი მიმართულებით: „ახალი ტექნოლოგიების როლი და მნიშვნელობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ და „კონფლიქტების ანალიზი: პოლიტიკურ -ფსიქოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა და აკადემიკოსებმა, როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო პირებმა. კონფერენციამ ჩაიარა დინამიურ გარემოში, პრეზენტაციების წარმოდგენისა და შემდგომში აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც განპირობებული იყო თემების აქტუალურობით და პრეზენტატორების მაღალი კვალიფიკაციით.