მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტური კონფერენცია ,,პოსტკრიზისული პანდემიური პერიოდის გამოწვევები 2021'' გაიმართა, რომელიც ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ გახსნა.
საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს ბაკალავრიატის თავდაცვის და უსაფრთხოების, მენეჯმენტის და ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამების მეორე და მესამე კურსის იუნკერებმა.
მოხსენებები ეხებოდა მრავალფეროვან თემებს: „მონეტარული პოლიტიკა - ინფლაციის რეგულირება“, ,,მცირე და საშუალო ბიზნესის როლი საქართველოს ეკონომიკაში და პანდემიური გამოწვევები'', ,,თანამდეროვე კომუნიკაცია ვებინარები'', ,,უკრაინის კრიზისი და სტრატეგიული მიზნის მიღწევის რუსული მეთოდები'' და სხვა.
კონფერენციას ესწრებოდნენ ბაკალავრიატის პროფესორ-მასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები. ღონისძიება მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი თემების აუდიტორიისთვის გაზიარებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.