სიახლეები

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ეროვნული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე

2022 წლის 20 ივლისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ეროვნული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე სექციური პრინციპით:

 1 სექცია - გლობალიზაცია თუ სუვერენიტეტი;

 2 სექცია - ეროვნული უსაფრთხოება ადამიანის უფლებების საპირისპიროდ;

 3 სექცია - ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა;

 4 სექცია - სამხედრო საფრთხეები და მათი გადაჭრის გზები.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.

მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]