სიახლეები

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

2023 წლის 18 მაისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში  გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ფსიქოლოგია და თანამედროვეობა''.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 29 აპრილამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]