სიახლეები

საინფორმაციო გასვლები საქართველოს რეგიონებში

ეროვნული თავდაცვის აკადემია აგრძელებს 2023-2024 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო გასვლებს საქართველოს რეგიონებში.

ღონისძიების ფარგლებში, ხორციელდება ვიზიტები საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში, საინფორმაციო ფლაერების დარიგება და დისტანციური ჩართვები. აკადემიის წარმომადგენლები ახალგაზრდებს აცნობენ აკადემიაში მიღების პირობებსა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ასევე აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების,​ გაცვლითი პროგრამების და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ.