სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევით ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა ბაკალავრიატის ხელმძღვანელ პირებთან ერთად. პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა  ყურადღება გაამახვილა აკადემიაში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზე, როგორც იუნკერების მიერ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე.  კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

პრეზენტაციების დროს გაკეთდა მოხსენებები სხვადასხვა მიმართულებებით და განხილული იქნა სამეცნიერო - კვლევითი სიახლეები. კონფერენციის მსვლელობის დროს დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.