სიახლეები

წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა

8-10 მარტს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნისა და უმაღლესი განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქ. ბათუმში გაიმართა.

საგამოფენო დარბაზში ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში აკადემიის იუნკერები აბიტურიენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ აკადემიური და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების, არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიის მიღების პირობებისა და აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ. აკადემიის საგამოფენო სივრცე მოინახულეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა 25-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კულტურულ-სამეცნიერო დაწესებულებები, უცხო ენის შემსწავლელი ცენტრები და სხვა.

მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს აკადემიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უფროსკლასელთა დროულ და ამომწურავ ინფორმირებას მომავალი პროფესიის შერჩევის პროცესში.