სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში გაზაფხულის სემესტრის წარჩინებული მსმენელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაზე მოწვეულ იყვნენ წარჩინებული მსმენელის ოჯახის წევრები, რომლებსაც მაგისტრატურის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული შეხვდა.
ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს ხორციელდება მაგისტრატურის წარჩინებული მსმენელების (A+ კატეგორიის) დაჯილდოება, ამასთანავე A კატეგორიის წარჩინებულ მსმენელებს ეგზავნებათ რექტორის სამადლობელი წერილი საცხოვრებელ მისამართებზე.