ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებულ პროგრამებს დაემატა „სამართლის" და „საავიაციო ინჟინერიის" საბაკალავრო პროგრამები.
აბიტურიენტებს დამატებულ საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 2 აპრილის 20:00 საათიდან 4 აპრილის 18:00 საათამდე.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციაგავლილ აბიტურიენტებს 20 ივნისამდე შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ეროვნული თავდცვის აკადემიის შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:
· თავდაცვა და უსაფრთხოება
· მენეჯმენტი
· ინფორმატიკა
· სამართალი
· მექანიკის ინჟინერია
· საავიაციო ინჟინერია