ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ტოტალური (ყოვლისმომცველი) თავდაცვა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტაბილურობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი“ მოხსენება.
ღონისძიების მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა.
პროექტი მომზადდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეგიდით. ნაშრომი მოიცავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და თავდაცვითი ამოცანების გადაჭრის საკითხებს, აგრეთვე მოსახლეობისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალური ჩართვის საჭიროებას საერთო ეროვნულ ძალისხმევაში.
მოხსენების დასასრულს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.