ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას თორმეტმა გუნდმა მიიღო.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მანუჩარ დავითურმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და გუნდებს წარმატება უსურვა.
ინტელექტუალურ თამაშში აკადემიის გუნდებთან ერთად მონაწილეობას იღებდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდი.
დაძაბული თამაშის შედეგად გამარჯვებული იუნკერთა სასწავლო ბატალიონის III კურსის გუნდი ,,ბასიანი“ გახდა. მეორე ადგილი დაიკავა იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მმართველობის გუნდმა ,,ტამიში“, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის გუნდი ,,მარტყოფი“.
თამაშის საუკეთესო გოგო მოაზროვნის ტიტული III კურსის იუნკერ მარიამ ტერტერაშვილს მიენიჭა, ხოლო თამაშის საუკეთესო ბიჭი მოაზროვნის ტიტული კი II კურსის იუნკერმა გიორგი გუგუციძემ დაიმსახურა.
გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მანუჩარ დავითურმა გადასცა.