ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას თერთმეტი გუნდი იღებდა.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და გუნდებს წარმატება უსურვა.
დაძაბული თამაშის შედეგად გამარჯვებული იუნკერთა სასწავლო ბატალიონის III კურსის გუნდი გახდა. საპატიო მეორე ადგილი დაიკავა უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის რეზერვის კურსის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის გუნდი. თამაშის საუკეთესო გოგო მოაზროვნეს ტიტული მიენიჭა მეორე კურსის იუნკერს ქეთევან გოგიას, ხოლო საუკეთესო ბიჭი მოაზროვნე გახდა მეორე კურსის იუნკერი თორნიკე წიკლაური.
გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველმა რგოლმა გადასცა.