სიახლეები

მიღება ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსზე

 

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის მომზადების  საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და ვადები

 

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან:

  1. უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი;
  2. უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით;
  3. უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითები, კაპრალები და სერჟანტები 30 წლის ასაკის ჩათვლით;
  4. ოფიცრის კურსზე სამოქალაქო პირთა საბუთების მიღება და სამედიცინო შემოწმება იწარმოებს 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2014 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით;
  5. სამხედრო მოსამსახურეებისათვის საბუთების მიღება და სამედიცინო შემოწმება იწარმოებს 2014 წლის 20  ოქტომბრიდან 2014 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით;
  6. სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება ზოგად უნარებში იწარმოებს 2014 წლის 17 ნოემბრიდან 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით;
  7. ოფიცრის კურსზე მისაღები გამოცდები ჩატარდება (ზოგადი უნარები, ფიზიკური მომზადება, გასაუბრება) 2014 წლის 1 დეკემბრიდან  2014  წლის  19 დეკემბრის ჩათვლით;
  8. დაწყებითი საბრძოლო მომზადება სამოქალაქო პირებისათვის ჩატარდება 2015 წლის 12 იანვრიდან 2015 წლის 13 მარტის ჩათვლით; 
  9. სასწავლო პროცესი დაიწყება 2015 წლის 23 მარტიდან.
  10. ოფიცრის მომზადების საკანდიდატო კურსის პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება “ლეიტენანტი“ და მიეცემათ შესაძლებლობა დაეუფლონ სახმელეთო ჯარების, სამხედრო სამედიცინო, სამხედრო პოლიციის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობებს.
  11. საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონი 2-30-52-85; 577 390194

 

 

 

მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების     

 

სამოქალაქო პირებზე

 

  1. განცხადება (ივსება აკადემიის მიმღებ კომისიაში);
  2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი ან ნაბეჭდი) – 2 ეგზ;
  3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის  ასლი - 2 ეგზ;
  4. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  5. ქორწინების მოწმობის ასლი (თუ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში) - 2 ეგზ;
  6. ოჯახის წევრების (მეუღლე და  შვილები) პირადობის მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – 2 ეგზ;
  7. შვილების დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  - 2 ეგზ;
  8. ცნობა პენსიის შესახებ - 2 ეგზ;
  9. ცნობა ნასამართლობის შესახებ - 2 ეგზ;
  10. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა - 2 ეგზ;
  11. ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) – 2 ეგზ;
  12. პირადობის მოწმობის ასლი - 3 ეგზ;
  13. მართვის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ;
  14. შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  15. მიღებული სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ;
  16. სამხედრო ბილეთის ასლი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  17. ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი.

 

 

 

შენიშვნა:

  1. რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სამხედრო ბილეთი (დედანი) და ასლი - 2 ეგზ;
  2. წვევამდელებმა უნდა წარმოადგინონ წვევამდელის მოწმობა (დედანი) და   ასლი - 2 ეგზ.

 

 

სამხედრო მოსამსახურეებზე

 

  1. ჯანმრთელობის ცნობა (სამხედრო სასწავლებლისათვის ვარგისიანობის შესახებ);
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი - 2 ეგზ;
  3. ფოტოსურათი 3 ×4-ზე - 2 ცალი;
  4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი - 2 ეგზ.