ბაკალავრიატი

საავიაციო ინჟინერია

მიმდინარეობს სააკრედიტაციო წარმოება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო ვებგვერდზე naec.ge-ზე საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე აბიტურიენტები რეგისტრაციას შეძლებენ სარეგისტრაციო ვადის დასრულებამდე რამოდენიმე დღით ადრე (რეგისტრაციის ვადაა 2 აპრილიდან 4 აპრილის 18:00).
ის აბიტურიენტები, რომლებიც დადგენილ ვადებში რეგისტრაციას გაივლიან ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო ვებგვერდზე, უფლება ექნებათ განახორციელონ ცვლილება მათ მიერ არჩეული უმაღლესი სასწავლებლებისა და საბაკალავრო პროგრამებისა და დარეგისტრირდნენ აკადემიის საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე, 2024 წლის 2 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით.

საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური საავიაციო ინჟინერის ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება:
• ფართო ცოდნა საავიაციო ინჟინერიის ფუნდამენტური პრინციპების და მათი გამოყენების მიმართულებით, რათა მან შეძლოს საფრენი აპარატების დაპროექტების, კონსტრუირების, წარმოებისა და შენარჩუნების პროცესებში მონაწილეობა;
• წარმატებული პროფესიული საქმიანობის განხორ-ციელების და განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
• თანამშრომლობის, ლიდერული და კომუნიკაციის უნარები, რათა მან შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება.