გახდი მაგისტრატურის მსმენელი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება

 სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ:

  1. არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  1. დარეგისტრირდებიან და ჩააბარებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდებს (მაგისტრანტობის კანდიდატები ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციას გაივლიან ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge). რეგისტრაციის ვადები (2026 წლის 6 აპრილი - 11 მაისი), გამოცდების თარიღები და სხვა ინსტრუქციები იქნება განთავსებული იგივე ვებგვერდზე);  
  1. ჩააბარებენ მისაღებ გამოცდას სპეციალობაში-გასაუბრება (მისაღები გამოცდის თემატიკა გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე შიდა გამოცდის თარიღამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე); 
  1. ჩააბარებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას STANAG 2/2/2/2 (სტანაგის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე - https://mod.gov.ge/ge/page/116/stanag-6001 ან თავდაცვის სამინისტროს შიდა პორტალზე - pd - mil.ge/english-text) ან წარმოადგინენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს მინიმუმ CEFR  B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა) ან წარმოადგენენ დიპლომს/სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სამხედრო საკარიერო კურსი (CCC, CGSC, WAR COLLEGE და ა.შ.); 
  1. სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამებზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 6. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 5 ოქტომბერი

 

სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან: 

  1. თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები;
  2. სახელმწიფო უწყებათა  მოქმედი მოსამსახურეები; 
  1. პროგრამაზე ასევე დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

საკონტაქტო პირი: მაგისტრატურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე +995 577 19 19 80;

 

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამ.

20 მისაღები ადგილი:

     10 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

     5 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები;

     5 მისაღები ადგილი;

     4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

საკონტაქტო პირი: ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ოქრომჭედლიშვილი +995 577 19 39 99;

 

სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

20 მისაღები ადგილი:

     10 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

     5 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეები;

     5 მისაღები ადგილი;

  1.  საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

საკონტაქტო პირი: მაგისტრატურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე +995 577 19 19 80;

 

უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

20 მისაღები ადგილი:

     10 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

      5 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეები;

     5 მისაღები ადგილი;

      4 .საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

საკონტაქტო პირი: ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გოზალიშვილი +995 577 19 74 21;

 

საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამ.

20 მისაღები ადგილი:

     10 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს თავდაცვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები;
  2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირები;

     5 მისაღები ადგილი;

  1. საქართველოს სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეები;

     5 მისაღები ადგილი;

     4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები;

საკონტაქტო პირი: მაგისტრატურის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ირაკლი უჩაძე +995 577 19 19 80;

 

შენიშვნა:

  • თუკი სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურეების რაოდენობა აღემატება პროგრამისათვის არსებული ადგილების რაოდენობას, მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით შექმნილი რეიტინგის შესაბამისად, პროგრამაზე ჩაირიცხება უკეთესი მაჩვენებლის მქონე სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურე. 
  • რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან კანდიდატის არ არსებობის ან საგამოცდო მინიმუმის ვერ გადალახვის შემთხვევაში მათი კვოტა დაემატება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გვარეობებს (მისაღები გამოცდის შედეგების მიხედვით შექმნილი რეიტინგის შესაბამისად, კურსზე ჩაირიცხება უკეთესი მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურე).

7. კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 11 სექტემბრის 18 საათამდე - ორშაბათი - ხუთშაბათი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე , ხოლო პარასკევს - 09:00 საათიდან 15:00 საათამდე. თავდაცვის სამინისტროს გამშვებ პუნქტზე ( მისამართი - ქ.თბილისი,  დ.უზნაძის 117ა). 

8. კონკურსზე დაშვებულ  კანდიდატებთან მისაღები გამოცდები ჩატარდება: 2026 წლის 16, 21, 22 და 23 სექტემბერს

9. თავდაცვის ანალიზის და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდა სპეციალობაში მიმართულებების მიხედვით ჩატარდება 2026 წლის 21 სექტემბერს (მისამართი: ქ. თბილისი დ. უზნაძის 117ა);

ა) კანდიდატები სპეციალობაში მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად უნდა გამოცხადდნენ მაგისტრატურაში გამოცდის ჩატარების დღეს (მისამართი: ქ. თბილისი დ. უზნაძის 117ა) გაიარონ რეგისტრაცია 09:00 საათზე, გამოცდა დაიწყოს 10:00 საათზე

10. უსაფრთხოების კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდა სპეციალობაში მიმართულებების მიხედვით ჩატარდება 2026 წლის 22 და 23 სექტემბერს (მისამართი: ქ. თბილისი დ. უზნაძის 117ა);

ა) კანდიდატები სპეციალობაში მისაღები გამოცდის ჩასაბარებლად უნდა გამოცხადდნენ მაგისტრატურაში გამოცდის ჩატარების დღეს (მისამართი: ქ. თბილისი დ. უზნაძის 117ა) გაიარონ რეგისტრაცია 09:00 საათზე, გამოცდა დაიწყოს 10:00 საათზე

11. ინგლისურ ენაში მისაღები გამოცდა

ა) ინგლისურ ენაში მისაღები გამოცდა ჩატარდება  2026 წლის 16 სექტემბერს; ა.ა) კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2026 წლის 16 სექტემბერს (მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი) გაიარონ რეგისტრაცია 10:00 საათზე, გამოცდა დაიწყოს 11:00 საათზე;

საბუთების ნუსხა:

  1. განცხადება (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
  2. ავტობიოგრაფია (ივსება საბუთების წარმოდგენისას);
  3. პირადობის მოწმობა (ასლი);
  4. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (ასლი) (არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგენს მოგვიანებით);
  5. ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (ასლი) (ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული  დედანი  (დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ);
  6. ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატი/დიპლომი/მოწმობა) (დედანი და ასლი);
  7. მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  8. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი;
  9. ცნობა სამსახურის ადგილიდან (იმ კანდიდატისათვის, რომელიც ოფიციალური წერილით არ არის წარმოდგენილი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან);
  10. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი შეფასებისა და გამოცების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდიდან - www.naec.ge);
  11. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით – 1 ცალი;
  12. მუყაოს საქაღალდე.

 

საგამოცდო საკითხები სპეციალობაში:

 საგამოცდო საკითხები საერთაშორისო ურთიერთობის და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამისთვის

  საგამოცდო საკითხები თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამისთვის

   საგამოცდო საკითხები  სახელმწიფო რესურსების სამაგისტრო პროგრამისთვის

საგამოცდო საკითხები უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამისთვის