ცენტრის ფუნქციებია:
ა) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და ძირითადი საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისი სამსახურების მუშაობის კოორდინაცია;
ბ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის სახელით წარდგენილი, მიმდინარე თუ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების ადმინისტრირება და ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და თავდაცვის ძალებთან ურთიერთობა;
ე) აკადემიის პირადი შემადგენლობის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, საგრანტო პროექტების მომზადების, პროექტების მართვის მიზნით;
ვ) სათანადო ანალიზის აკადემიის მართვის ორგანოებისთვის რეკომენდაციების მომზადება აკადემიის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილების შესახებ;
ზ) ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებთან, არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრებთან განვითარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
თ) აკადემიის სტრუქტურული ერთეულებიდან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა (მათ შორის, აკადემიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამეცნიერო შინაარსის მივლინებათა, მიმდინარე საგრანტო პროექტების შესახებ ინფორმაცია და სხვა);
ი) ცენტრის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა აკადემიის რექტორისათვის;
კ) აკადემიის პირადი შემადგენლობის, იუნკერებისა და მსმენელების კონსულტირება და მათთვის დახმარების გაწევა:
ლ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის დაფინანსების წყაროების მოძიებაში, საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კონტაქტების დამყარებაში;
მ) საგრანტო განაცხადის და განაცხადის ბიუჯეტის შედგენის და წინასწარი შემოწმების, დონორებთან/პარტნიორ-ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმართვის და საქმიანი წერილობითი კომუნიკაციის დამყარების, დონორებისთვის/პარტნიორი-ორგანიზაციებისთვის/სხვ. ანგარიშე¬ბის მომზადების, წინასწარი შემოწმებისა და სწორად წარდგენის მიმართულებით, არსებული საჭიროებების და პრობლემების შესწავლა, გადაჭრის გზების დასახვა.
ნ) აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანალიზისა და ყოველწლიური სამეცნიერო ანგარიშის მომზადება იმ სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლებიც ახორციელებენ სამეცნიერო საქმიანობას.