მენეჯმენტი

მიმოხილვა

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს მენეჯმენტის  კვალიფიცირებული სპეციალისტი, აკადემიური ხარისხით ‘’მენეჯმენტის  ბაკალავრი“, რომელებიც იქნებიან მომავალზე ორიენტირებული ორგანიზაციების მენეჯერები, ექნებათ ზოგადი (ტრანსფერული) და დარგობრივი კომპეტენციები, რაც   საშუალებას მისცემს წარმატებით იმოქმედონ კონკურენტულ გარემოში - შექმნან, მართონ და/ან წვლილი შეიტანონ  როგორც თავდაცვის ძალების,  ისე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების განვითარებაში.

პროგრამის ამოცანაა კურსდამთავრებულებმა შეიძინონ ხარისხიანი ცოდნა ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფუნქციონალურ მიმართულებებში - ადამიანური რესურსების, ოპერაციების, პროექტების, სტრატეგიულ მართვასა და ორგანიზაციულ ქცევასა და ლიდერობაში, ფინანსებში, მარკეტინგში, მიკრო და მაკრო ეკონომიკებში, მენეჯერულ აღრიცხვასა და სხვა დისციპლინებში.