საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო პროექტები

სამხედრო Erasmus+ პროექტები          

სამხედრო ერასმუს+ ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიას ინტერინსტიტუციონალური შეთანხმება აქვს გაფორმებული საბერძნეთის სამხედრო აკადემიასთნ, ლატვიის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტთან, ბულგარეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯთან, რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიასთან. აკადემია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ჩართულია სხვადასხვა პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც ძირითადი ყურადღება ეთმობა იუნკერებისა და პროფესორ მასწავლებლების გაცვლით ღონისძიებებს, საბაკალავრო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას.

 

სპიკერების პროგრამა

აკადემია პერიოდულად მასპინძლობს მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო სტუმრებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების იუნკერებისათვის სხვადასხვა თემატიკაზე დისკუსიის გამართვისა და საჯარო ლექციების ჩატარების მიზნით. მოწვეული სპიკერების ლექციების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც აკადემიის იუნკერებისა და მსმენელების ზოგადი განათლების დონის ამაღლებასა და მათი ცნობიერების გაზრდას ემსახურება მიზნად.

 

საერთაშორისო კვირეული

აკადემია ყოველწლიურად მასპინძლობს კადეტთა საერთაშორისო კვირეულს, რომელშიც მონაწილეობას იღებს აკადემიის ათზე მეტი პარტნიორი უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტი ევროპისა და ჩრდილო ამერიკის კონდინენტიდან. კადეტთა კვირეულის განმავლობაში აკადემიაში ხორციელდება სხვადასხვა აკადემიური, შემეცნებითი, სპორტული, სამხედრო და სოციალურ-კულტურული ღონისძიება და აქტივობა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეულის ორგანიზება რამდენიმე მიზანს ემსახურება. უპირველეს ყოვლისა აღნიშნული ღონისძიების მეშვეობით ხდება ეთა-ს ცნობადობის ამაღლებ. მონაწილეებს შორის მეგობრული კავშირების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. მსგავსი ღონისძიებები აკადემიის იუნკერებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ განსხვავებული კულტურები, ასევე მოახდინონ საერთო ღირებულებების დემონსტირება და იმ გზების ჩვენება რომლებიც შესაძლებელს ხდის თანამშრომლობას მულტინაციონალურ გარემოში. საერთაშორისო კვირეულის  მეშვეობით აკადემიის იუნკერებს საკუთარი სამხედრო კარიერის საწყის ეტაპზევე აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დაამყარონ პირადი და პროფესიული კავშირები უცხოელ თანატოლებთან და სხვადასხვა ქვეყნის მომავალ ოფიცრებთან, რომელთაც საკუთარი სამხედრო კარიერის განმავლობაში, შესაძლოა, მომავალში შეხვდენენ საერთაშორისო მისიებსა თუ ოპერაციებში.

 

სტაჟირებები

აკადემიაში ყოველწლიურად რამდენიმეკვირიან სტაჟირების პროგრამას გადიან საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლისა და ამერიკის ჩრდილო ჯორჯიის უნივერსიტეტის კადეტები. სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს უცხოელი კადეტებისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურის და ზოგადად თავდაცვის სისტემის გაცნობას.

აკადემია, ასევე, ყოველწლიურად მასპინძლობს ლიეტუვას სამხედრო აკადემიის კადეტებს სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გავლის მიზნით. სტაჟირების განმავლობაში ლიეტუველი კადეტები ქართველი ხელმძღვანელების დახმარებით მუშაობენ საკუთარ საბაკალავრო ნაშრომებზე, რომლებიც შეეხება  რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს.