სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის G – 5 სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 2. სამსახურის ამოცანა
სამსახურის ამოცანაა აკადემიის განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავების ორგანიზება, ნატოს და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, აგრეთვე სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობა, აკადემიის საერთაშორისო საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა.
მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მათ შორის, ატაშატთან თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ბ) ხელშეკრულების ფარგლებში აკადემიის იუნკრების/მსმენელების, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის საზღვარგარეთ სტაჟირება–მივლინების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, ინიცირება და კოორდინაცია;
გ) საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართულობის ხელშეწყობა;
დ) საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საერთაშორისო თანამშრომლობის საპროტოკოლო ღონისძიებების მხარდაჭერას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა შეთანხმებების შესრულება და კონტროლი;
ზ) საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში ანგარიშების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ი) აკადემიის რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
ა) მართავს სამსახურს და ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ბ) მონაწილეობს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების პრიორიტეტების განსაზღვრაში და ადგენს სამოქმედო გეგმას;
გ) აკადემიის რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის პირადი შემადგენლობის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
დ) პერიოდულად იბარებს ანგარიშს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისაგან მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ე) დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს კორესპონდენციას, ვიზირებას უკეთებს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეთა მხრიდან შრომითი დისციპლინის დაცვას;
ზ) ასრულებს აკადემიის რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა მითითებებსა და დავალებებს.
თ) უცხოეთის უმაღლეს სამხედრო და სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, განვითარება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მათ შორის, ატაშატთან თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ხელშეწყობა და კოორდინაცია;
კ) აკადემიის იუნკრების/მსმენელების, ასევე აკადემიაში დასაქმებული პერსონალის საზღვარგარეთ სტაჟირება–მივლინების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, ინიცირება და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საჭირო დოკუმენტების დროული მომზადება, განხილვა, დამტკიცება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
ლ) საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების და პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათში მონაწილეობის მისაღებად აკადემიის პერსონალის ჩართულობის ხელშეწყობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა შეთანხმებების შესრულება და კონტროლი;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.