სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) შტაბის ფინანსების მართვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
- სამმართველო შედის აკადემიის სტრუქტურული ერთეულის - შტაბის შემადგენლობაში.
- სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, წინამდებარე დებულებისა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
- სამმართველო ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 2. სამმართველოს ამოცანა
სამმართველოს ამოცანაა აკადემიის ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი. აკადემიის ფინანსური ოპერაციებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
მუხლი 3. სამმართველოს ძირითადი ფუნქციები
სამმართველოს ფუნქციებია:
- აკადემიაში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- აკადემიის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსისთვის წარდგენა და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
- აკადემიის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სამივლინებო ხარჯების და სოციალური და სხვა დახმარებების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების წარმოება და მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით საგადასახადო, სახაზინო და საბანკო ოპერაციების განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ელექტრონული დეკლარირება;
- საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების წარმოება;
- აკადემიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება და თავდაცვის სამინისტროში წარდგენის მიზნით, აკადემიის რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსისთვის წარდგენა;
- აკადემიის გეგმების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების დაგეგმვა;
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების შესახებ წინადადების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისიწინებული ვალდებულებების განხორციელების უზრუნველყოფა;
- აკადემიის მოსამსახურეთა სახელფასო ანგარიშების გახსნა, სახელფასო პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფის საკითხების კოორდინირება და შესაბამის მომსახურე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- სამმართველოში შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის საფუძველზე მატერიალური ფასეულობათა სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის წარმოება;
- პერიოდულად აკადემიის უზრუნველყოფის სამსახურის ლოგისტიკური აღრიცხვის ჯგუფთან საბუღალტრო მონაცემებისა და აკადემიაზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა შორის შედარების წარმოება;
- მატერიალური ფასეულობების ელექტრონული და დოკუმენტირებული აღრიცხვის წარმოებისათვის სამმართველოში შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის შეგროვება/დახარისხების განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4. სამმართველოს სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
- სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.
- სამმართველოს შემადგენლობაში შედიან: სამმართველოს უფროსი, მთავარი ბუღალტერი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, საბუღალტრო აღრიცხვის ჯგუფი: ჯგუფის უფროსი, სპეციალისტი.
სამმართველოს უფროსი:
- სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა და სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;
- სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურეობრივ და შრომით დისციპლინაზე პასუხისმგებლობა;
- სამმართველოს თანამშრომლებზე კორესპონდენციის და სამუშაოს განაწილება;
- საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმარების ხელმძღვანელობა, ანგარიშების სწორი მართვა და ფულადი სახსრების კანონიერი ხარჯვა;
- კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ფინანსური ოპერაციების განხორციელება, საბანკო, სახაზინო და სხვა ფინანსური სახის დოკუმენტებზე ხელის მოწერა;
- ხარჯთაღრიცხვის შესრულების მიმდინარეობის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორების, აგრეთვე ფულადი სახსრების განკარგვის მიზნობრიობის კონტროლი;
- აკადემიის ხელმძღვანელობისთვის სამმართველოს მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად აკადემიის ბიუჯეტის შესრულების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა/შედგენაში მონაწილეობის მიღება და დოკუმენტაციის დამუშავება;
- ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს აკადემიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (პროექტების) ვიზირებას;
- რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსთან სამმართველოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით შუამდგომლობა;
- რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსთან შუამდგომლობა დაქვემდებარებულთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;
- პერიოდულად სამმართველოს პერსონალისგან ანგარიშის ჩაბარება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- უფლებამოსილების ფარგლებში აკადემიის სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
- სამმართველოს პერსონალის მიერ შვებულებების გამოყენების რიგითობის დადგენა;
- რექტორისა და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსის წინაშე ანგარიშვალდებულება;
- რექტორისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.