სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეკრეაციის ცენტრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) შტაბის რეკრეაციის ცენტრის (შემდგომში – რეკრეაციის) უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. რეკრეაციის ცენტრის ამოცანები და ფუნქციები
ა. აკადემიაში გამართული ღონისძიებების მასპინძლობა, საჭიროების შემთხვევაში;
ბ. მასზე რიცხული ქონების მოვლა პატრონობა;
გ. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და სისუფთავის კონტროლი.
მუხლი 3. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.