ორგანიზაციული სტრუქტურა

სპორტის და ფიზიკური მომზადების სამსახური

 სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის  აკადემიის  სპორტის და ფიზიკური მომზადების სამსახურის დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში - აკადემია) სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის (შემდგომში - სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2.  სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახური წარმოადგენს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულს.
  3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  4. სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.

 

მუხლი 2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის ამოცანა და ძირითადი ფუნქციები 

უზრუნველყოს აკადემიაში სპორტის სხვადასხვა სახეობების შესწავლა, ფიზიკური მომზადების დაგეგმვა და განხორციელება.

 

 მუხლი 3. სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის უფროსი

 სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების შესრულებაზე, ანგარიშვალდებულია რექტორისა  და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.

 მუხლი 4. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.