ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

მიმოხილვა

ქართულ ენაში მომზადების პროგრამის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ენა შეასწავლოს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ:

  • წარმატებული კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • გამოუმუშავდეთ ლექსიკური მარაგის, სწორი მორფოლოგიური ფორმებისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით წინადადებების აგების უნარი;
  • სიტუაციის (კონტექსტის) შესაბამისად ენობრივი ფორმების გამოყენების უნარი;
  • ტექსტის გაგების, კონსტრუირებისა და ინტერპრეტირებისათვის სათანადო სტრატეგიების გამოყენების უნარი;
  • ქართული ენის გამოყენებით ქართულ გარემოშიორიენტირებისუნარი;
  • შეძლონ ქართული ენის ცოდნისა და უნარების შემდგომი გაღრმავება და გამდიდრება დამოუკიდებლად.

საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვება ხორციელდება ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის II მუხლის ჰ35 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისათვის დადგენილი წესით.