ინფორმატიკა

მიმოხილვა

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიის შესაბამისად, შეიარაღებული ძალების და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მოამზადოს უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, ეთიკური, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსი, უზრუნველყოს ინფორმატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტების მომზადება შეიარაღებული ძალების და ქვეყნის სამსახურისთვის, რომელთაც ექნებათ ოფიცრის წოდება. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებმა დააკმაყოფილონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნები, შეძლონ დასაქმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ასევე სამოქალაქო სექტორში.

კურსდამთავრებულები შეძლებენ სწავლის გაგრძელებას, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. იქნებიან კონკურენტუნარიანები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, შეძლებენ წარმატებულ კარიერულ წინსვლას და თავისი შესაძლებლობების რეალიზებას, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროგრამა მოიცავს ინფორმატიკის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას (თეორიული, ტექნიკური, პრაქტიკული, გამოყენებითი).

მთავარი აქცენტი გაკეთებულია ინფორმატიკი პრაქტიკულ და გამოყენებით კომპონენტებზე, ანუ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის კურსდამთავრებულთა მაღალ კონკურენტუნარიანობას როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, ისე საქართველოს და საზღვარგარეთის შრომის ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების საკითხებს, რაც 21-ე საუკუნეში ინფორმატიკის ყოველი სპეციალისტის, მათ შორის ამ სფეროში მომუშავე მომავალი ქართველი ოფიცრების მაღალი კვალიფიკაციის ერთ-ერთ უმთავრეს ატრიბუტს წარმოადგენს.