ინფორმატიკა

მიმოხილვა

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს  ინფორმატიკის კვალიფიცირებული სპეციალისტი, აკადემიური ხარისხით ‘’ინფორმატიკის ბაკალავრი“,  კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, თანამედროვე და ფუნდამენტურ მიმართულებებში ფართო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტი. შეასწავლოს კომპიუტერული სისტემებისა და გამოთვლითი გარემოს შექმნის, განვითარებისა და უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მეთოდები. ჩამოუყალიბოს თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში წარმოქმნილი პრობლემების გაგების, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.  გამოუმუშაოს პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა. 

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს კიბერუსაფრთხოების მიმართულების, როგორც ძირითად ასევე არჩევით სასწავლო კურსებს. ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში და ასევე თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში