ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:
1. 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს:
ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 30 მისაღები ადგილი
I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები
2. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 7 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).
3. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.
4. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 31 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.
5. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა).
II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:
უცხო ენა
ქართული ენა
მათემატიკა
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 7 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით (საბუთების შემოტანის დროს აბიტურიენტმა უნდა იქონიოს ფიზიკური მომზადებისთვის ფორმა).
მიღება განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.
საბუთების ნუსხა: