საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
საბაკალავრო პროგრამის მიზანია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიის შესაბამისად, თავდაცვის ძალების და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მოამზადოს უმაღლესი აკადემიური განათლების, ეთიკური, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და შეეძლება დასაქმება როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებში, ისე სამოქალაქო სექტორში.
მოამზადოს კიბერ და ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში ფართო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი;
ასევე იუნკერს: შეასწავლოს კომპიუტერული სისტემებისა და გამოთვლითი გარემოს შექმნის, განვითარებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე მეთოდები; ჩამოუყალიბოს თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში წარმოქმნილი პრობლემების გაგების, ანალიზის, გადაწყვეტილების შემუშავებისა და ქმედითი კომუნიკაციის უნარები; გამოუმუშაოს პროფესიული პასუხისმგებლობა.