სიახლეები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის სამუშაო შეხვედრა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის დაფინანსებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა თემატური ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას დაეთმო.
ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის "INTEGRITY" მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. 

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.