დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებული, მესამე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენელი უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ლობჟანიძე აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებს შეხვდა და მათ ქვეითი გვარეობის შესახებ ესაუბრა.
აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებში დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევა“ ნაწილს წარმოადგენს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანია ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ იუნკერებმა გააზრებულად შეძლონ სამხედრო გვარეობების არჩევა.
აღნიშნული პროექტი აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება და მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ ყველა სამხედრო გვარეობის შესახებ ჩატარდება.