ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში საბაკალავრო მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.
მოგვიანებით აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ და ხარიხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ქალბატონმა თამარ რემიშვილმა აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინეს პროგრამების ანალიზის, დაგეგმვის, შემუშავების, განვითარებისა და შეფასების შესახებ.