სიახლეები

თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტები სტუმრად აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტები სტუმრობდნენ. სტუდენტები ორი დღის განმავლობაში იუნკერებთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ახალგაზრდები მომავალ ოფიცრებთან ერთად ლექციებსაც დაესწრნენ და ძალები სპორტულ აქტივობებშიც მოსინჯეს.

აღნიშნული ვიზიტი თბილისის სასულიერო აკადემიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.