სიახლეები

პოლკოვნიკ კობა ლაჭყეპიანის ლექცია იუნკერებისთვის

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ლაჭყეპიანი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შეხვდა და მათ გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, მისი სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

პოლკოვნიკმა ლაჭყეპიანმა მომავალ ოფიცრებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც ამომწურავი პასუხები გასცა.