ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეორე სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის ,,დებიუტი” პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური ნამუშევრები და თარგმანები, მათ შორის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის ორი იუნკერის გიორგი ცაციაშვილისა და დაჩი ბერიძის ნამუშევრები.
აღნიშნული ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.