სიახლეები

არალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ადიგენის რაიონის სოფელ არალის საჯარო სკოლის მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ მოსწავლეებს არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ცნობადობის ამაღლების მიზნით სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის უფროსის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი გიორგი ქავთარაძე სტუმრებს ქვეყნის სტაბილურობასა და აღმშენებლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლზე ესაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.